logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: მიხეილ სააკაშვილი უშვებს, რომ შეიძლება დააშავა და ფაქტობრივად აღიარებს, მაგრამ სამაგიეროდ, ამბობს, რომ სიკეთეც გააკეთა
- +

3 დეკემბერი. 2021. 13:23

 

„მიხეილ სააკაშვილი უშვებს, რომ შეიძლება დააშავა და ფაქტობრივად აღიარებს, მაგრამ სამაგიეროდ, ამბობს, რომ სიკეთეც გააკეთა. ეს იმას ნიშნავს, რომ ვალერი გელაშვილი ფიზიკურად სერიოზულად დაზარალდა, მაგრამ სხვები ხომ არ დაზარალდნენ – დაახლოებით ასეთი პერიფრაზი შეიძლება მოვახდინოთ“, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

 

მისი თქმით, სასამართლო როგორიც არ უნდა იყოს და მას სააკაშვილი როგორც არ უნდა აფასებდეს, ფაქტები სახეზეა.

 

„მიხეილ სააკაშვილი კანონის დარღვევაზე მიუთითებს, რომ კანონი სანდრა რულოვსის გამო მართლაც დაირღვა, გამჭვირვალობა არ არსებობს და საიდუმლო ხარჯებიდან მოხდა თანხების გადინება დანიშნულების გარეშე. ამაში სანდრას თემის წამოწევა უადგილოც იყო და უზნეოც. სასამართლო როგორიც არ უნდა იყოს და მას სააკაშვილი როგორც არ უნდა აფასებდეს, ფაქტები სახეზეა. სასამართლო სულ რომ არ იყოს, საზოგადოებამ იცის, რომ 7 ნოემბერი, ადამიანების მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება, „იმედში“ შეჭრა და აპარატურის დამტვრევა ნამდვილად მოხდა. ასევე ნამდვილად იყო სიკვდილის პირას მიყვანილი დეპუტატი, ნამდვილად მოხდა საზღვრის უკანონო გადაკვეთა და აგერ, ჩეკებიც გვიდევს ხარჯების, რაც აბსოლუტურად არამიზნობრივად დაიხარჯა მაშინ, როცა წარმომადგენლობითი ხარჯები ნორმალურია ყველა ქვეყანაში, მაგრამ ეს იყო არამიზნობრივი ხარჯვა“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner