„ბოლო 3 წლის განმავლობაში ტუბერკულოზით გარდაცვალების შემთხვევები პენიტენციურ სისტემაში არ დაფიქსირებულა", - ამის შესახებ სასჯელაღსრულების სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის უფროსმა თამთა დემურიშვილმა განაცხადა.
დემურიშვილის განცხადებით, ამაში დიდი როლი ითამაშა ახალი მედიკამენტების შემოტანამ. 2015 წლიდან დაიწყო ტუბერკულოზის მკურნალობა განახლებული სქემით და ახალი მედიკამენტებით.
საუბარია ისეთ უახლეს მედიკამენტებზე, როგორიცაა: ბედაქილინი, დელამანიდი, ლინეზოლიდი. ახალი მედიკამენტებით მკურნალობის კურსში ჩაერთო: 2015 წელს 13 პაციენტი, 2016 წელს - 7 პაციენტი.