„ნაციონალური მოძრაობა" არ იყო დაინტერესებული, რომ საქართველოს გაზი მისაღებ ფასში ჰქონოდა", - ამ განცხადებას ექსპერტი მამუკა არეშიძე „პრაიმტაიმტან" ინტერვიუში აკეთებს. მისივე თქმით, აქცია და ცოცხალი ჯაჭვი იყო სისულელე.
„სისულელე გამოდის. გინდ ჯაჭვი გაუკეთებიათ და გინდ რკალი, ამ ყველაფერს აზრი არ აქვს. უფრო სწორად, ეს თუ გაკეთდა, ნიშნავს იმას, რომ მთელი მათი პროტესტი იყო პოლიტიზირებული. მათ უბრალოდ სჭირდებოდათ, პრობლემები შეექმნათ ხელისუფლებისთვის და არ იყვნენ დაინტერესებულები იმით, რომ საქართველოს გაზი მისაღებ ფასში ჰქონოდა", - აცხადებს არეშიძე.