logo_geo
eng_logo
რიმა ბერაძე თეა წულუკიანს: უნდა გადაიხედოს თუ არა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შეფასების კრიტერიუმები, მოხდეს მათი ობიექტური შეფასება ისე, რომ არ დაზიანდეს მოსახლეობის ინტერესი?
- +

3 დეკემბერი. 2021. 15:00

 

„როგორ ფიქრობთ, უნდა გადაიხედოს თუ არა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შეფასების კრიტერიუმები, მოხდეს მათი ობიექტური შეფასება ისე, რომ არ დაზიანდეს მოსახლეობის ინტერესი?“ - მიმართა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ რიმა ბერაძემ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს, თეა წულუკიანს, რომელიც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, „მინისტრის საათის“ ფორმატში არის მიწვეული.

 

რიმა ბერაძე დაინტერესდა კულტურული მემკვიდრეობების ძეგლების სტატუსის საკითხით და ამასთან მიმართებით მინისტრის პოზიციით, თუ რამდენად შესაძლებელია მოსახლეობას, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე სახლებში ცხოვრობს, მიეცეს მათი შეკეთების საშუალება, როდესაც ამას მუნიციპალიტეტები ვერ ახერხებენ.

 

„მოგეხსენებათ, მხოლოდ თბილისში 1 600-ზე მეტი ასეთი სტატუსის მქონე სახლია, რომელთა უმეტესობა რეალურად არაა კულტურული მემკვიდრეობა და თავის დროზე რატომაც მიენიჭა ეს სტატუსი, ყველამ კარგად ვიცით. ამაზე აღარ შევაჩერებ თქვენს ყურადღებას. ასეთ სახლებში ცხოვრობს ათასობით ჩვენი მოქალაქე. სახლების სრული უმრავლესობა ავარიულია და იმის გამო, რომ ძეგლის რეაბილიტაცია კოლოსალური თანხა ჯდება, მთავრობა და მუნიციპალიტეტი ახერხებს მხოლოდ მათი ნაწილის რეაბილიტაციას, ხოლო მოსახლეობას კანონით არ აქვს უფლება, საკუთარ სახლი თავად გაამაგროს, ანდა სარკმელი მაინც გამოცვალოს. რას ფიქრობთ ამ საკითხთან დაკავშირებით? უნდა გადაიხედოს თუ არა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შეფასების კრიტერიუმები, მოხდეს მათი ობიექტური შეფასება ისე, რომ არ დაზიანდეს მოსახლეობის ინტერესი?“, - მიმართა რიმა ბერაძემ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner