logo_geo
eng_logo
მირიან ყარაულაშვილი: რაც უფრო მეტჯერ გავა სასამართლო პროცესზე, უფრო მეტ მეგობარს და თანამოაზრეს „ჩაუშვებს“
- +

3 დეკემბერი. 2021. 15:31

 

ექსპერტი მირიან  ყარაულაშვილი  მიხეილ სააკაშვილის სასამართლო  პროცესზე წარმოთქმულ სიტყვას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

 

„მე მაგის სამეგობრო და გულშემატკივარი ღიად არც ერთი არ მყავს ფრენდ-ლისტში; მაგრამ, ალბათ მეყოლებიან რამდენიმე „ასინეთა“ მაინც მოჩენილი ჩუმად, ამბის მიმტანებად…

 

ჰოდა, გადაეცით მაგ უკრაინელს – თუ ვინმეს გული შეგტკივათ მასზე:

 

– დაეგდოს ჰოსპიტალში და უფრო უკეთესი – კამერაში და დაელოდოს სასამართლო პროცესების დამთავრებას და საბოლოო განაჩენებს წყნარად და თვინიერად…

 

რაც უფრო მეტჯერ გავა სასამართლო პროცესზე და რაც უფრო მეტ სისულელეს გააჟღერებს და თვითაღიარებას მისცემს სასამართლო სხდომებს, უფრო მეტ მეგობარს და თანამოაზრეს „ჩაუშვებს“ და გადააბრალებს ჩადენილი დანაშაულების გრძელი ნუსხიდან უმრავლეს მათგანს, უფრო მეტად დაუმძიმდება ბრალდებები და უფრო მეტად იძულებულს გახდის ბრალდების მხარეს, დაუმატოს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით წაყენებული მუხლები პირადად მასაც და მისგან ჩაშვებულ თანამზრახველებსაც!!!

 

მაგრამ, ვინ მისცა ამდენი ჭკუა და გონება მაგას?!“ – წერს მირიან ყარაულაშვილი სოციალურ ქსელში.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner