logo_geo
eng_logo
ქუთაისის მეშვიდე მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარედ ირაკლი შენგელია აირჩიეს
- +

3 დეკემბერი. 2021. 17:08

 

ქუთაისის მეშვიდე მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარედ „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი ირაკლი შენგელია აირჩიეს.

 

გადაწყვეტილება საკრებულომ ხმათა უმრავლესობით მიიღო. შენგელიას ხმა 18 დეპუტატმა დაუჭირა. „ნაციონალური მოძრაობიდან“ აღნიშნულ თანამდებობაზე კენჭს ბესიკ ბრეგაძე იყრიდა, რომელსაც მხარი 14 დეპუტატმა დაუჭირა.

 

ქუთაისის საკრებულო 35 წევრითაა დაკომპლექტებული. კენჭისყრაში მონაწილეობა სამმა დეპუტატმა არ მიიღო. დღესვე სხდომაზე ასევე კომისიები დაკომპლექტდება და მის თავმჯდომარეებს აირჩევენ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner