ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, კრისტიან ლინდმაიერმა განაცხადა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების მწარმოებლები უნდა მოემზადონ იმისთვის, რომ ვაქცინების „ომიკრონ“ ვარიანტზე მორგება საჭირო შეიძლება გახდეს.
კრისტიან ლინდმაიერმა აღნიშნა, რომ ჯანმო ჯერ კიდევ სწავლობს ახალი ვარიანტის გადაცემის შესაძლებლობებსა და ახალი ვარიანტით გამოწვეული დაავადების სიმძიმის დონეს.
„რჩევაა, ვაქცინის მწარმოებლებმა უკვე დაიწყონ წინასწარ დაგეგმვა და იმ ალბათობის გათვალისწინება, რომ არსებული ვაქცინის კორექტირება გახდება საჭირო. ნუ დაველოდებით განგაშის ბოლო ზარს“, - აღნიშნა ჯანმო-ს წარმომადგენელმა.