ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში მამუკა მდინარაძის განცხადებას ეხმიანება, რომელიც აცხადებს, რომ „ნაცმოძრაობა“ დმანისში არ ენდო გუნდის წევრებს - „საკრებულოში არჩეული დეპუტატები წაიყვანა ფონიჭალაში, ერთ-ერთ სახლში გამოკეტა, რომ საკრებულოს სხდომაზე არ გაპარულიყვნენ“.
როგორც ანჯაფარიძე წერს, ეს არის „პროდასავლურობა ნაცურად".
„ნაცმოძრაობის“ დაისი დაწყებულია და ლოგიკური დასასრულისკენ მიდის, „პროდასავლურობა ნაცურად“. ნახეთ, რა უყვეს თანაგუნდელებს“, - წერს ანჯაფარიძე Facebook-ზე.