logo_geo
eng_logo
ვლადიმერ ბოჟაძე: საკრებულოს წევრების მძევლად აყვანა, დმანისიდან თბილისში წაყვანა და „შიდა პატიმრობა“ მსოფლიოში გაუგონარი ამბავია
- +

3 დეკემბერი. 2021. 18:26

 

თბილისის საკრებულოს წევრი ვლადიმერ ბოჟაძე, სოციალურ ქსელში მამუკა მდინარაძის განცხადებას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ საკრებულოს წევრების მძევლად აყვანა, დმანისიდან თბილისში წაყვანა და ,,შიდა პატიმრობა“ მსოფლიოში გაუგონარი ამბავია.

 

„საკრებულოს წევრის სხდომაზე არდასწრება გამიგია, დასწრებაც გამიგია. გაცდენაც, ბოიკოტიც, საპატიო მიზეზით ვერმისვლა და არასაპატიო მიზეზითაც, მაგრამ საკრებულოს წევრების მძევლად აყვანა, დმანისიდან თბილისში წაყვანა და „შიდა პატიმრობა“ მსოფლიოში გაუგონარი ამბავია. ყოჩაღ „ნაციონალურ მოძრაობას“, აი, სწორედ ამას ჰქვია ჭეშმარიტი შიდა პარტიული დემოკრატია და თვითმმართველობა“, - წერს ბოჟაძე facebook-ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner