logo_geo
eng_logo
დავით ქართველიშვილი: ქართულ პოლიტიკაში დეპუტატების გატაცების ანალოგები ჯერ არ მოგვეპოვება, საინტერესოა ჩვენი მეგობარი ელჩების მოსაზრება
- +

3 დეკემბერი. 2021. 18:27

 

„თბილისის ახალი საკრებულოს გახსნით სხდომაზე „ნაცმოძრაობის“ რომელიმე არჩეულ წევრს შემთხვევით მონაწილეობა რომ არ მიეღო, სექტის მესვეურებმა ისინი ფაქტობრივად გაიტაცეს და ფონიჭალაში ამისთვის საგანგებოდ დაქირავებულ ბინაში გამოკეტეს - საინტერესოა ჩვენი მეგობარი-ელჩების მოსაზრება“, - წერს ექსპერტი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში, რითაც მამუკა მდინარაძის განცხადებას ეხმაურება.

 

„წარმომიდგენია, რა დორბლდინებაა ამ წუთას გორის სამხედრო ჰოსპიტლის გისოსებიან პალატაში. რა სიამოვნება მიიღო პატიმარმა მისი 6G სიხშირით გადაცემული ბრძანების ესოდენ ზედმიწევნით აღსრულებაზე - თბილისის ახალი საკრებულოს გახსნით სხდომაზე „ნაცმოძრაობის“ რომელიმე არჩეულ წევრს შემთხვევით მონაწილეობა რომ არ მიეღო, სექტის მესვეურებმა ისინი ფაქტობრივად გაიტაცეს და ფონიჭალაში ამისთვის საგანგებოდ დაქირავებულ ბინაში გამოკეტეს. გატაცებულების დაბრუნება როგორ და როდის მოხდება - ამის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გაჟღერებულა. საინტერესოა ლომჯარიას მოსაზრება - საკრებულოს ამ წევრთა უფლებები ხომ არ დარღვეულა? ქართულ პოლიტიკაში დეპუტატების გატაცების ანალოგები ჯერ არ მოგვეპოვება, და საინტერესოა ჩვენი მეგობარი ელჩების მოსაზრება? ეს ფაქტი გვაახლოვებს თუ გვაშორებს დემოკრატიის მწვერვალებიდან?“ - წერს ქართველიშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner