logo_geo
eng_logo
გია აბაშიძე: რაც დრო გადის, სულ უფრო კნინდება „ნაცმოძრაობა“. ერთმანეთის ტოტალური უნდობლობა რომ აქვთ, ესეც მორიგი ფაქტია
- +

3 დეკემბერი. 2021. 18:34

 

ექსპერტი გია აბაშიძე ეხმიანება დმანისში განვითარებულ მოვლენებს, რომლითაც ირკვევა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თანაპარტიელები თბილისში, ერთ საცხოვრებელ ბინაში წაიყვანა, რომ ეს ადამიანები საკრებულოს სხდომაზე არ გაპარვოდათ.

 

აბაშიძე ამბობს, რომ მსგავსი რამ არადემოკრატიული ქვეყნებიდანაც კი არ სმენია და საკითხავია, როდემდე უნდა იყვნენ აღნიშნული პირები გამოკეტილნი სააკაშვილის მიერ

 

„ირკვევა, რომ ყველაფრის მკადრებელმა „ნაცმოძრაობამ“ საკრებულოში არჩეული დეპუტატები წაიყვანა თბილისში, ფონიჭალაში და ერთ სახლში გამოკეტა, საკრებულოს სხდომაზე რომ არ გაპარვოდათ. მსგავსი რამ არ გამიგია არადემოკრატიული, ჩამოშლილი ქვეყნების ე.წ. პოლიტიკური ცხოვრებიდანაც კი. ფონიჭალელებს შეურაცხყოფას არ ვაყენებ, „ნარკობარიგების“ გარდა, იქ უამრავი მშრომელი და კარგი თანამოქალაქე ცხოვრობს. მაგრამ რატომ ფონიჭალა და არა სხვა შედარებით იაფი უბანი სახლის დაქირავების თვალსაზრისით? ისე, ნარკოტესტირება არ აწყენდათ ნაცტყვეობიდან დახსნილებს. და როდემდე უნდა იყვნენ თანაპარტიელები გამოკეტილნი სააკაშვილის სექტის „ლიდერშიპის“ მიერ? რაც დრო გადის, სულ უფრო კნინდება „ნაციონალური მოძრაობა“. ერთმანეთის ტოტალური უნდობლობა რომ აქვთ, ესეც მორიგი ფაქტია. წარმატებები შემდგომ დეგრადაციაში ამ დესტრუქციულ სექტას“, - წერს აბაშიძე Facebook-ზე.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner