logo_geo
eng_logo
თამთა მეგრელიშვილი: პოლიტმწყემსი ფსიქიკური აშლილობის ზღვარზეა, ნიკანორ მელიას უთხრეს, შენ ქუჩის ლიდერი იყავი და ამადვე რჩებიო...
- +

3 დეკემბერი. 2021. 18:56

 

 

„არ ვიცი, საკრებულოში არწარდგენის ფასი რა იყო - ფული, სმა-ჭამა თუ მათთვის ჩვეული ხერხებით დაშინება, მაგრამ ფაქტია, წევრები ამ წესებს დაემორჩილნენ ზუსტად ისე, როგორც „ცხვრები“ ემორჩილებიან მწყემსს“, - საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში დმანისში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება.

 

„ვამბობდი, „ნაციონალური მოძრაობა“ „საკუთარ საქმეში საკუთარ თავსაც არ ენდობა-მეთქი“ და აჰა!

 

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ საკრებულოში არჩეული დეპუტატები, ყველა ერთად, თბილისში მდებარე ერთ-ერთ სახლში შეკრიბა და რომ არ გაქცეულიყვნენ, მათზე ზედამხედველობა დესტრუქციულ და „პოლიტმოხმაურე“ წევრებს დაავალა.

 

არ ვიცი, საკრებულოში არწარდგენის ფასი რა იყო - ფული, სმა-ჭამა თუ მათთვის ჩვეული ხერხებით დაშინება, მაგრამ ფაქტია, წევრები ამ წესებს დაემორჩილნენ ზუსტად ისე, როგორც „ცხვრები“ ემორჩილებიან მწყემსს.

 

პოლიტმწყემსი ფსიქიკური აშლილობის ზღვარზეა, ნიკანორ მელიას უთხრეს, შენ ქუჩის ლიდერი იყავი და ამადვე რჩებიო...

 

ნიკა გვარამია ჩვეული სარკაზმითა და შარვლის ფრიალით ახალ პოლიტდესტრუქციულ სცენარს წერს.

 

ვაი თქვენს პატრონს...“ - წერს მეგრელიშვილი facebook-ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner