logo_geo
eng_logo
ზურაბ ქადაგიძე: პულსი აღარ ესინჯება მიშას ოჯახის შპს „ნაცმოძრაობას“
- +

3 დეკემბერი. 2021. 18:56

 

ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში მამუკა მდინარაძის განცხადებას ეხმიანება, რომლის თანახმად, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა საკრებულოს წევრები, თბილისში მდებარე ბინაში გამოკეტეს, რომ საკრებულოს სხდომაზე არ მისულიყვნენ.

 

„საგიჟეთია. სოფელში წიწილებს რომ აცალკევებენ გალიებში, რომ არ გაეპაროთ, ეგრეა ამათი საქმე...

 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - სექტა, რომ იყავით, კი ვიცოდით, მაგრამ სულ თუ გადაგრევდათ სააკაშვილი, ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი. „ფანჩატურის“ დროს სახელმწიფობანას ხომ თამაშობდით? მერე „შიმშილობანა“ დაიწყეთ და ახლა „დამალობანაზე“ გადახვედით? პულსი აღარ ესინჯება მიშას ოჯახის შპს „ნაცმოძრაობას“...

 

P.S. ისე, 21-ე საუკუნეში საკუთარ გუნდის წევრებს რომ ასე მოექცევი, ხომ წარმოგიდგენიათ, ესენი ხელისუფლებაში რას ჩაიდენენ? „ნაცმოძრაობა“ და კონსტრუქციულობა ისეა, როგორც ღორი და მუზეუმი“, - წერს ზურაბ ქადაგიძე.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner