logo_geo
eng_logo
ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ინიციატივების პაკეტს ამზადებს, რათა უკრაინა რუსეთის შესაძლო თავდასხმისგან დაიცვას
- +

3 დეკემბერი. 2021. 21:21

 

 

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ინიციატივების პაკეტს ამზადებს, რათა უკრაინა რუსეთის შესაძლო თავდასხმისგან დაიცვას.

 

„მუდმივად ვეკონტაქტები უკრაინელებსა და ევროპაში ჩვენს მოკავშირეებს. ახლა ვადგენ ინიციატივების ყოვლისმომცველ და მნიშვნელოვან პაკეტს, რომელიც იმაზეა მიმართული, რომ ვლადიმერ პუტინისთვის ძალიან რთული გახდეს იმის გაკეთება, რისი გაკეთებაც მას შეუძლია. ამ საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს“, - აღნიშნა ჯო ბაიდენმა.

 

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ალექსეი რეზნიკოვმა განაცხადა, რომ რუსეთმა უკრაინის საზღვართან 94 000-ზე მეტი ჯარისკაცი განათავსა და იანვრის ბოლოსთვის ფართომასშტაბური სამხედრო შეტევისთვის შეიძლება მოემზადოს.

 

2 დეკემბერს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა თავის რუს კოლეგას განუცხადა, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, რუსეთი სერიოზული შედეგების წინაშე დადგება.

 

1-ელ დეკემბერს, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ აშშ შეშფოთებულია მტკიცებულებებით, რომ რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ მნიშვნელოვანი აგრესიული ქმედებები დაგეგმა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner