logo_geo
eng_logo
ავთანდილ თალაკვაძე: მინდა, მადლობა ვუთხრა შშმ პირებს ოზურგეთის განვითარების პროცესში შეტანილი წვლილისთვის. თქვენი მონდომება და მიღწევები საამაყოა
- +

3 დეკემბერი. 2021. 22:01

 

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქველმოქმედო ასოციაცია ,,გურიას“ ცენტრში საბავშვო ღონისძიება გაიმართა.

 

სპეციალური მოწვევით, პატარების განწყობაზე სხვადასხვა ზღაპრის გმირებმა იზრუნა და სადღესასწაულო ტორტიც გაიჭრა.

 

საქველმოქმედო ასოციაცია ,,გურიას“ ბენეფიციარებს ოზურგეთის მერი, ავთანდილ თალაკვაძე და გურიის მაჟორიტარი დეპუტატის მეუღლე, ირინა ბაქრაძე ესტუმრნენ.

 

„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღეს, ყველამ პირობა უნდა მივცეთ ერთმანეთს, რომ მაქსიმუმს გავაკეთებთ გარემოს ადაპტირების და უთანასწორობის აღმოფხვრისათვის.

 

მინდა, მადლობა ვუთხრა შშმ პირებს ოზურგეთის განვითარების პროცესში შეტანილი წვლილისთვის. თქვენი მონდომება და მიღწევები საამაყოა!“ – აღნიშნა, ავთანდილ თალაკვაძემ.

 

ღონისძიება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლებისა და გენდერულ საკითხთა განყოფილების ორგანიზებით ჩატარდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner