logo_geo
eng_logo
ეკატერინე ტიკარაძემ განმარტა, რატომ არ გაიკეთა ამ დრომდე ვაქცინის მეორე დოზა
- +

3 დეკემბერი. 2021. 23:36

 

ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განმარტა, როდის გაიკეთებს აცრის მეორე დოზას. როგორც მინისტრი „რუსთავი 2“-ის ეთერში ამბობს, იმ პერიოდისთვის, როდესაც ის „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აიცრა, ამ ტიპის ვაქცინით აცრა მისი ასაკისა და სქესისთვის დასაშვები იყო, თუმცა მეორე დოზის მიღების დრომდე ის კოვიდით დაინფიცირდა, ამასთანავე, ვაქცინების დადგენილებაში გარკვეული ცვლილებები შევიდა.

 

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ვაქცინის მეორე დოზას წლის ბოლომდე გაიკეთებს, თუმცა რომელი ვაქცინა იქნება ეს, კონსულტაციების საფუძველზე გაირკვევა.

 

„ამაზე არის ძალიან ბევრი კითხვა საზოგადოებაში და ახსნა არის ძალიან მარტივი. მე პირველი დოზა გავიკეთე „ასტრაზენეკას“ ვაქცინით, რომელიც იმ პერიოდისთვის იყო მიღებული ჩემი ასაკის მოქალაქეებისთვის და ასევე სქესისთვის, რომ შეიძლებოდა ყოფილიყო ჩათვლილი, როგორც უსაფრთხო ვაქცინა, თუმცა შემდეგ იყო სხვადასხვა მოსაზრება და იმ პერიოდში, სანამ მე მეორე ვაქცინა მეკუთვნოდა, მე უკვე ვიყავი ინფიცირებული. მერე გამოვიდა ახალი დადგენილება, რითაც უკვე გარკვეულ რისკებს შეიცავდა და ამან, რა თქმა უნდა, ჩემს ჯანმრთელობაზეც მცირედი გავლენა მოახდინა, რის შემდეგაც უკვე საჭირო კონსულტაციები ჩაითვალა, უკვე რომელი ვაქცინით უნდა გავაგრძელო აცრა. დღეს უკვე ცნობილია, რომ დასაშვებია, ადამიანებმა, რომლებიც არ არიან სხვა ტიპის ვაქცინით აცრილები, მიიღონ დამატებითი დოზა „ფაიზერის“ ვაქცინის. ეს იყო საკმაოდ რთული პროცესი, რომელიც, რა თქმა უნდა, რაც უფრო ადრე გახდებოდა საჯარო, შეიძლება გარკვეული კამათის ან დისკუსიის საგანი გამხდარიყო, იყო ეს სიმართლე თუ ტყუილი. ვინაიდან ჩვენ არ გვქონდა კონკრეტული პასუხები ამასთან მიმართებაში, რა თქმა უნდა, მეც მქონდა გარკვეული დუმილის ვალდებულება როგორც ჩემს ჯანმრთელობასთან მიმართებაში, ასევე რომ არ დამენერგა პანიკა მოსახლეობაში. თუმცა, მას შემდეგ, რაც უკვე უფრო ცხადი ხდება, თუ რა შეიძლება იყოს ჩემი შემდგომი გზამკვლევი ვაქცინაციაზე, მე მივიღებ ვაქცინის ჩემს კუთვნილ დოზას“ - განმარტავს ეკატერინე ტიკარაძე.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner