logo_geo
eng_logo
იტალიაში მამაკაცი ვაქცინაციის ჩატარებას პროთეზიანი ხელით შეეცადა
- +

4 დეკემბერი. 2021. 11:26

 

 

იტალიის ქალაქ ბეილას ვაქცინაციის ცენტრში უცნაური შემთხვევა მოხდა. 

 

ცენტრში მომუშავე ექთნის, ფილიპა ბუას განცხადებით, აცრის კაბინეტში შევიდა მამაკაცი, რომელსაც „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო აცრა უნდა გაეკეთებინა. როდესაც ექთანმა საინიექციოდ  ვაქცინა გაამზადა და მამაკაცმა მას ასაცრელად ხელი გაუწოდა, ექთანმა შეამჩნია, რომ ის, მის სახესთან შედარებით, გაცილებით ვარდისფერი იყო.  ამან ექთანი დააეჭვა.

 

ექთნის განცხადებით, ხელი რეზინის აღმოჩნდა. ფილიპა ბუას თქმით, ხელი პაციენტმა კუსტარულად და საგანგებოდ იმუნიზაციის ცენტრში ვიზიტისთვის დაამზადა,  იმუნიზაციის დამადასტურებელი ე.წ. მწვანე პასპორტის  ასაღებად, რათა მისცემოდა მუშაობის საშუალება, მაშინ როცა რეალურად აცრილი არ იყო.

 

ამ ეტაპზე იტალიის მთავრობა მამაკაცის ვინაობის არ ამხელს.

 

https://www.nytimes.com/2021/12/03/

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner