logo_geo
eng_logo
დავით ქართველიშვილი: უწყინარი შეკითხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს - შეიცავს თუ არა კორუფციის ნიშნებს ბიუჯეტიდან სააკაშვილის შვილის სწავლის დაფინანსება, მხოლოდ იმიტომ, რომ ის ნიჭიერია
- +

4 დეკემბერი. 2021. 13:15

 

 

„უწყინარი და ინტერპრეტაციებს მოკლებული შეკითხვა დაუსვეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, დიდ იურისტებად და კანონების მცოდნეებად რომ მოჰყავთ თავი - შეიცავს თუ არა კორუფციის ნიშნებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიხეილ სააკაშვილის შვილის სწავლის დაფინანსება, მხოლოდ იმიტომ, რომ ის ნიჭიერია. პასუხის სულ ორი ვარიანტი ჰქონდათ - კი ან არა“, - ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ქართველიშვილი არასამთავრობო სექტორის მხრიდან დუმილს მიხეილ სააკაშვილის მიერ საკუთარი შვილის სწავლის დაფინანსების თაობაზე.

 

„ერთნაირი ნახაზებით რომ ხართ გაკეთებული, თანაც - რაც თანდაყოლილია თქვენში, იმას შეძენილი რომ ვერ ეკარება. 2012 წლის აპრილში იმდროინდელმა ომბუდსმენმა გიორგი ტუღუშმა, პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენის შემდეგ, ჟურნალისტების შეკითხვას, რატომ არ აისახა მის მოხსენებაში პოლიტპატიმართა თემა - ეგ კანონის თანახმად სახალხო დამცველის განსახილველ საკითხთა ფორმატში არ შედისო. სამაგიეროდ პირველი, ვინც 2020 წლის აპრილში ოქრუაშვილი და უგულავა „პოლიტპატიმრებად“ შერაცხა - ნინო ლომჯარია იყო.

 

უწყინარი და ინტერპრეტაციებს მოკლებული შეკითხვა დაუსვეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, დიდ იურისტებად და კანონების მცოდნეებად რომ მოჰყავთ თავი - შეიცავს თუ არა კორუფციის ნიშნებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიხეილ სააკაშვილის შვილის სწავლის დაფინანსება მხოლოდ იმიტომ, რომ ის ნიჭიერია. პასუხის სულ ორი ვარიანტი ჰქონდათ - კი ან არა. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ ნიკა სიმონიშვილმა - „საქმეს არ ვიცნობო“, თანაც ამ ტიპის კითხვებზე პასუხის გაცემასო, ჩემი ორგანიზაციის „მეთოდოლოგია კრძალავსო“. არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო დოლიძემ - ჩემი ორგანიზაცია კორუფციასთან დაკავშირებულ საკითხებზე არ მუშაობსო. სატელეფონო ზარებს და მესიჯებს არ პასუხობენ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური და ერთ-ერთი ხელმძღვანელი ლევან ნატროშვილი, ასევე „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI). მე მგონი, ზუსტად რომ მსგავსი ქცევით - ამ ძვირადღირებულმა, ელიტარულმა და ერთ პარტიას მორგებულმა „მიუკერძოებელმა“ კანონის „დამცველებმა“ ყველა შეკითხვას უკვე გასცეს პასუხი“, - წერს დავით ქართველიშვილი facebook-ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner