ექსპერტი ზურაბ ქადაგიძე გორში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება, რომლის თანახმად გორის სოფელ ზეღდულეთის მცხოვრებლები მიწების გაყიდვას აპროტესტებენ.
როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, მოსახლეობა აპროტესტებს გასხვისებულ საძოვრებს, ხოლო ეს საძოვრები 2008 წლის სექტემბერში, სააკაშვილის ხელისუფლებამ ინდოელებზე გაასხვისა:
„გორში მოსახლეობის საპროტესტო აქცია მიმდინარეობს და ოპოზიციური არხები მთელი აჟიტირებით აშუქებენ, ძაბავენ სიტუაციას, ელოდებიან დაპირისპირებას და უბედურებას, მაგრამ მთავარს არავინ არ ამბობს! მოსახლეობა აპროტესტებს გასხვისებულ საძოვრებს, ხოლო ეს საძოვრები 2008 წლის სექტემბერში (თარიღს კარგად დააკვირდით, ომიდან 1 თვეც არ გასულა) სააკაშვილის ხელისუფლებამ ინდოელებზე გაასხვისა.
ჰოდა, ბელადის ტელევიზიებო, სადაც აქციას გააშუქებთ, იქაც მოყევით, როდის და ვინ გაყიდა ქართული მიწები, თქვე „ობიექტურებო“, - წერს ზურაბ ქადაგიძე.