logo_geo
eng_logo
ედიშერ გვენეტაძე: აი, ეს არის არასამთავრობოების ნამდვილი სახე! მიშამ, ეტყობა, ამათაც უხვად უწილადა მოპარული თანხები!
- +

4 დეკემბერი. 2021. 13:51

 

 

ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ საკუთარი შვილის სწავლის დაფინანსების თაობაზე არასამთავრობო სექტორის მხრიდან დუმილს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

 

„აი, ეს არის აქ არსებული არასამთავრობოების ნამდვილი სახე! მათთვის საქართველოში შერჩევითია ყველაფერი!

 

მათივე ქცევებზე დაყრდნობით შეიძლება გამოვთქვათ საფუძვლიანი ეჭვი, რომ მიშამ ეტყობა ამათაც უხვად უწილადა ხალხის ჯიბიდან მოპარული თანხები! წინააღმდეგ შემთხვევაში რატომ სიტყვას არ ძრავენ სააკაშვილის მიერ ბიუჯეტის თანხების გაფლანგვის შესახებ? რატომ არ ეხმაურებიან და არ გამოთქვამენ პოზიციას ნაპრეზიდენტალის მიერ ათასი უკანონო მაქინაციების შესახებ?!

 

აი, გეკითხათ მაშინ კაპიტან გიგაურის, ჯერჯერობით გაუსერჟანტებელ სიმონიშვილისა და სხვა ეფრეიტორთა ყეფა, ყიყინი და მოთქმა სხვა ვინმეს, სახელდობრ არანაცს, რომ დამტკიცებოდა ანალოგიური?! ამიტომაც იწოდება მოსახლეობაში ეგ არასამთავრობოები ნაცსუბიექტებად! ამიტომაც არიან ისინი გაიგივებული ნაცპარტიასთან!

 

ამიტომაც უწოდებენ მათ მხარეებს! ამიტომაც არიან ისინი აბსოლუტური უმეტესობის თვალში მიკერძოებულები!

 

ამიტომაც უწოდებენ მათ მუქთამჭამელებს და მატყუარებს! და ამიტომაც დაკარგეს მათ საზოგადოების მხარდაჭერა და გადაიქცნენ კოლექტიურ მიშისტებად!“ - წერს ედიშერ გვენეტაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner