თბილისის საკრებულოს წევრი ვლადიმერ ბოჟაძე ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ საკუთარი შვილის სწავლის დაფინანსების თაობაზე არასამთავრობო სექტორის მხრიდან დუმილს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„ძალიან სამწუხაროა, როცა სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები მიხეილ სააკაშვილის მიერ 9 000 000 ლარის გაფლანგვის საქმეზე საერთოდ კომენტარს არ აკეთებენ, არადა, რომ ჰკითხოთ, „მოდარაჯე ძაღლები“ არიან და მილიონობით გრანტებს სწორედ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში და ადამიანის უფლებების დაცვაში იღებენ. „კრავთა დუმილი“ ნათლად ადასტურებს, რომ ენჯეო სექტორის ამ ნაწილს მხოლოდ პოლიტიკური დღის წესრიგი აქვთ და ამოცანა მხოლოდ ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაა, პრინციპები და ღირებულებები კი უბრალოდ არ არსებობს!“ - წერს ვლადიმერ ბოჟაძე.