„საფრანგეთი და ევროკავშირის კიდევ რამდენიმე ქვეყანა აწარმოებს მოლაპარაკებებს ავღანეთში ერთობლივი დიპლომატიური მისიის გახსნის შესახებ ქვეყნის ლეგიტიმურ ხელისუფლებად „თალიბანის“ აღიარების გარეშე“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განუცხადა.
„ჩვენ და კიდევ რამდენიმე ევროპული ქვეყანა ვფიქრობთ, რომ გავხსნათ საერთო სივრცე, სადაც ევროპელი ელჩები იქნებოდნენ წარმოდგენილები. ეს ნაბიჯი განსხვავდება „თალიბანის“ პოლიტიკური აღიარებისგან ან მასთან პოლიტიკური დიალოგისგან. შევეცდებით, წარმომადგენლობა რაც შეიძლება მალე გავხსნათ“, - განაცხადა მაკრონმა.