logo_geo
eng_logo
მიხეილ სარჯველაძე: ამ წუთას მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნების საკითხი დღის წესრიგში არ დგას
- +

4 დეკემბერი. 2021. 21:01

 

 

„ამ წუთას მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნების საკითხი დღის წესრიგში არ დგას. რომც იყოს მოთხოვნა, დღეს საქართველოში სხვა ამოცანები დგას - განსახილველია კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეები", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

 

მისივე თქმით, სააკაშვილს ამაზე მაშინ უნდა ეფიქრა, როდესაც მან საქართველოში ანარქისტული მიზნებით ჩამოსვლის გადაწყვეტილება მიიღო.

 

„ახლა ნურავის ნუ აყვედრიან იმას, რომ უკრაინის უმაღლესი თანამდებობის პირია და ქვეყნიის ფუნქციონირებას ხელი ეშლება სააკაშვილის საქართველოში ყოფნით. მან გადასარევად იცოდა ყველა რეზულტატი და თვითონ ამბობს ამას. ყველაზე ნაკლებად, სადაც მას ყოფნა სურს, ეს პენიტენციური სისტემაა. ეს გასაგებია და ლოგიკურია. უკრაინის სახელმწიფოს თუ ექნება მოთხოვნა სასჯელის დარჩენილი ნაწილის მოსახდელად სააკაშვილის უკრაინაში გადაყვანასთან დაკავშირებით, თეორიულად ეს შეიძლება იყოს განსახილველი საკითხი, თუმცა ამას უნდა ჰქონდეს კონკრეტული წინაპირობები, რათა ეს გონივრული და ლოგიკური იყოს. ამ წუთას, იმ პირობებში, რაც ახლა გვაქვს, ვფიქრობ, რომ ეს არ იქნებოდა გამართლებული“, - განაცხადა სარჯველაძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner