logo_geo
eng_logo
რუსეთმა და სამხრეთ აზიის ქვეყნებმა პირველი ერთობლივი სამხედრო-საზღვაო წვრთნები გამართეს
- +

4 დეკემბერი. 2021. 21:45

 

 

რუსეთმა და სამხრეთ აზიის ქვეყნებმა პირველი ერთობლივი სამხედრო-საზღვაო წვრთნები გამართეს. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

 

წვრთნები ინდონეზიის კუნძულ სუმატრას სანაპიროსთან გაიმართა. მასში რუსეთის, ინდონეზიის, მალაიზიის, ტაილანდის, ვიეტნამის, სინგაპურის და ბრუნეის მხრდიან რვა სამხედრო ხომალდი და ოთხი საბრძოლო თვითმფრინავი მონაწილეობდნენ. სამდღიანი წვრთნები სამხრეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის წევრებისა და რუსეთის ფლოტების თავსებადობის გაზრდას ისახავდა მიზნად.

 

ინდონეზიის საზღვაო ძალების განცხადებით, წვრთნებს სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა და გაიმართა ინდონეზიის, სამხრეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის და რუსეთის მეგობრული ურთიერთობების გასავითარებლად.

 

რუსეთის სამხედრო ხომალდის „ადმირალ პანტელეევის“ მეთაურის, ალექსეი ბოლოტნიკოვმა იმედი გამოთქვა, რომ სამხრეთ აზიის ქვეყნებთან მომდევნო საზღვაო წვრთნები ვლოდივოსტოკში ჩატარდება.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner