logo_geo
eng_logo
მიხეილ სარჯველაძე: აღიარებაა, რომ ყველა იმ ხარჯის შესახებ, რაზეც იყო საუბარი, სააკაშვილი თურმე აბსოლუტურად ინფორმირებული ყოფილა
- +

4 დეკემბერი. 2021. 22:43

 

 

„დიდი ხანია ცდილობენ, რომ რაღაცნაირად გააუბრალოვონ თემა - თემა კი უმძიმესია. ამაზე უფრო მძიმე კორუფციული სამართალდარღვევა, რაც იყო მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მმართველობისთვის დამახასიათებელი, ასე სააშკარაოზე არასდროს გვინახავს", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ „ქრონიკაში“ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე საუბრისას განაცხადა.

 

მისივე თქმით, კორუფცია არ ნიშნავს მხოლოდ მექრთამეობას და ფლანგვა, რომელსაც ადგილო ჰქონდა 9 წლის განმავლობაში, ეს ყველაფერი გამოააშკარავდა.

 

„სააკაშვილის აღიარების მიღმა, რაც ჩემთვის პოლიტიკურად ყველაზე საყურადღებოა, ეს იყო, რატომ თვლის ეს ადამიანი ან მისი დაცვის მხარე, რომ მაგალითად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფარული ხარჯებით დაიფარა შვილის სკოლის ხარჯი. ან მაგალითად, საერთაშორისო მოლაპარაკებების მოტივით ახსნა იმის, რომ წონის დაკლების პროცედურებისთვის მოგზაურობდა. კი, იყო მცდელობები, რომ ვიღაცისთვის რაღაც გადაებრალებინა, მაგრამ მისი ინფორმირებულობის თაობაზე, ეს ხომ აღიარებაა? ეს აღიარებაა, რომ ყველა იმ ხარჯის შესახებ, რაზეც იყო საუბარი, სააკაშვილი თურმე აბსოლუტურად ინფორმირებული ყოფილა“, - განაცხადა სარჯველაძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner