თბილისში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, გლდანი-ნაძალადევის რაიონში, სანზონაში არასრულწლოვანი მოკლეს.
როგორც imedinews-ს შსს-ში განუცხადეს, მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 109-ე, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.
მომხდართან დაკავშირებული სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.