logo_geo
eng_logo
მიხეილ სარჯველაძე: რა დანაშაულიც აქვს ჩადენილი, ბუნებრივია იმაზე მიხეილ სააკაშვილმა პასუხი უნდა აგოს
- +

4 დეკემბერი. 2021. 23:19

 

 

„რა დანაშაულიც აქვს ჩადენილი, ბუნებრივია იმაზე მიხეილ სააკაშვილმა პასუხი უნდა აგოს", - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ „შაბათის ქრონიკაში“ განაცხადა.

 

„ნეტამც ასე ყოფილიყო, რომ მხოლოდ ორი პიჯაკის ყიდვაზე ყოფილიყო დადანაშაულებული - პირველი ვიქნებოდი ვინც ამას მხარს დაუჭერდა, რომ ასეთ ბრალდებით არ უნდა იქნეს წარდგენილი, მაგრამ აქ ბევრად უფრო მძიმე შემთხვევებზეა საუბარი, როგორიცაა „იმედისა“ და 7 ნოემბრის საქმეები, როგორიც არის გელაშვილის ცემის ამბავი, ეს მნიშვნელოვანია, მაგრამ მეორეც უნდა გვახსოვდეს - ეს საქმეები მწიფეა საიმისოდ, რომ სასამართლოში წარდგეს და პროკურატურა დაობდეს იმის თაობაზე, რომ მსჯავრი დაედოს პირს ამის თაობაზე. რასაკვირველია სხვა საქმეებზეც იგივე შეიძლება გაკეთდეს, მაგრამ იქ მტკიცებულებების ბაზა უნდა იყოს საკმარისი იმისთვის, რომ კონკრეტულ პირთა მხილება მოხდეს. რაც ციხეში ტრიალებდა ამის თაობაზე სააკაშვილს თუ ჰქონია იტყვის, რომ ჩემი ბრალი ეს არ არისო - გამორიცხულია“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner