logo_geo
eng_logo
ვიქტორ ყიფიანი: იმისთვის, რომ ევროპული და ევროატლანტიკური ინსტიტუტები „აიძულო“ შენსკენ გადმოდგან შემხვედრი ნაბიჯი, საჭიროა ძალისხმევათა გაერთიანება
- +

5 დეკემბერი. 2021. 00:07

 

„იმისთვის, რომ ევროპული და ევროატლანტიკური ინსტიტუტები „აიძულო“ შენსკენ გადმოდგან შემხვედრი ნაბიჯი, ფაქტია და პრაქტიკაც გვიჩვენებს, საჭიროა ძალისხმევათა გაერთიანება", - ამის შესახებ ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ დამფუძნებელმა, ვიქტორ ყიფიანმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

 

„რაოდენ თავდადებულიც არ უნდა იყოს ქართული პოლიტიკური სპექტრი და მისი დიპლომატია ამ გზაზე, მათი ძალისხმევის გაერთიანება მოლდოველებთან და უკრაინელებთან, შესაძლოა უფრო მეტი შედეგის მომტანი იყოს. როდის მოიტანს ეს შედეგს და დადგება თუ არა შედეგი უახლოეს მომავალში, რა თქმა უნდა ამის პროგნოზირება რთულია. ერთი რამ ფაქტია, რომ ეს არის ნაბიჯი აბსოლუტურად სწორი მიმართულებით. რაც მთავარია, ეს არის სრულიად ბუნებრივი გაერთიანება და ერთობა“, - განაცხადა ყიფიანმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner