logo_geo
eng_logo
კულტურის სამინისტრომ გალაკტიონ ტაბიძის აქამდე გამოუქვეყნებელი 20 ხელნაწერი შეისყიდა
- +

5 დეკემბერი. 2021. 01:27

 

 

წელს, დიდი ქართველი პოეტის, გალაკტიონ ტაბიძის დაბადებიდან 130 წელი გავიდა. სიმბოლურია, რომ სწორედ წელს, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ სსიპ გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმისთვის გალაკტიონის აქამდე გამოუქვეყნებელი 20 ხელნაწერი შეიძინა.

 

ხელნაწერები მოიცავს 32 ლექსს, 6 დღიურის სახის ჩანაწერს, 1 თარგმანს, 1 პირად წერილს, 10 ჩანახატს - სულ 40 ფურცელი, 70 გვერდი.  აღსანიშნავია, რომ გალაკტიონ ტაბიძის არქივი სწორედ ლიტერატურის მუზეუმშია დაცული, აღნიშნული ხელნაწერებით კი მუზეუმის ფონდი კიდევ უფრო გამდიდრდება და გამრავალფეროვნდება. პოეტის შემოქმედებით დაინტერესებული მკვლევარებისთვის კი აქამდე გამოუქვეყნებელი ხელნაწერები მნიშვნელოვანი სიახლე იქნება.

 

გალაკტიონ ტაბიძის პირადი წერილები და ჩანაწერები ფრაგმენტულად აქვს გამოყენებული ნოდარ ტაბიძეს თავის წიგნებში და სრული სახით აქამდე არ გამოცემულა. კულტურის სამინისტროს მიერ შეძენილ ხელნაწერებში კი შემონახულია დიდი პოეტის ჩანაწერები, ადრეული წლების ლექსები და ლევ ტოლსტოის პროზაული ტექსტის თარგმანები, რომელთა შესახებ აქამდე საზოგადოებისათვის ცნობილი არ იყო.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner