logo_geo
eng_logo
პოლიციამ არასრულწლოვნის მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ორი არასრულწლოვანი
- +

5 დეკემბერი. 2021. 10:05

პოლიციამ არასრულწლოვნის მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ორი არასრულწლოვანი ფოტო: Imedi.ge წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 2005 წელს დაბადებული ლ.ი., განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე კი 2004 წელს დაბადებული პ.ვ. თბილისში დააკავეს, - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ 4 დეკემბერს, ლ.ი.-მ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 2006 წელს დაბადებულ დ.კ.-ს ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ლ.ი.-სთან ერთად, შემთხვევის ადგილიდან მიიმალა მეორე ბრალდებული პ.ვ.-ც რომელიც შეესწრო დანაშაულს და სამართალდამცავ უწყებებს არ შეატყობინა. მიყენებული დაზიანების გამო, დ.კ. საავადმყოფოში გარდაიცვალა. როგორც შსს-ში აცხადებენ, სამართალდამცველებმა დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირები მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით და 376-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობასა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner