logo_geo
eng_logo
საფრანგეთმა ავღანეთიდან 300-ზე მეტი ადამიანი გაიყვანა
- +

5 დეკემბერი. 2021. 10:34
 
 
 
საფრანგეთმა ავღანეთში საევაკუაციო მისია ჩაატარა და ქვეყნიდან 258 ავღანელი, 11 ფრანგი, 60-მდე ჰოლანდიელი და სხვა ეროვნებების ადამიანთა ჯერჯერობით დაუზუსტებელი რაოდენობა გაიყვანა, - ამის შესახებ Reuters-ი წერს. საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ოპერაცია ყატარის დახმარებით ჩატარდა. ევაკუირებულ ავღანელებს შორის არიან ჟურნალისტებიც, რომელთა სიცოცხლესაც საფრთხე ემუქრებოდა. საფრანგეთი და ყატარი ავღანეთში ერთობლივ ჰუმანიტარულ მისიას ახორციელებენ. ქვეყანაში მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციებს, სამხედრო თვითმფრინავით, სამედიცინო აღჭურვილობა, საკვები და ზამთრის მარაგი ჩაუტანეს. „თალიბანი“ ავღანეთს სრულად აკონტროლებს. 30 აგვისტოს აშშ-მა ავღანეთიდან ჯარების გაყვანის დასრულება გამოაცხადა. 15 აგვისტოს „თალიბანის“ წევრები ქაბულში შევიდნენ. ამის შემდეგ აშშ-ის საელჩოდან დიპლომატების ევაკუაცია ვერტმფრენით განხორციელდა. ავღანეთის პრეზიდენტი აშრაფ ღანი ქვეყნიდან გაიქცა.
 
 
 
 
 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner