logo_geo
eng_logo
ოზურგეთში, 300 შშმ პირს სასურსათო პროდუქტები გადასცეს
- +

5 დეკემბერი. 2021. 10:48

 

 

 

გურიაში მოქალაქეთა სოციალური მხარდაჭერა გრძელდება. ამჯერად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ოზურგეთში, ლანჩხუთსა და ჩოხატაურში, 300 ბენეფიციარს სასურსათო პროდუქტები დაურიგდა. ნობათები ბენეფიციარებს პარლამენტის წევრმა, გურიის მაჟორიტარმა დეპუტატმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გადასცეს. „ერთმანეთის თანადგომა და სოლიდარობა მნიშვნელოვანია. ჩვენ, ერთად კიდევ ბევრ სასიკეთო საქმეს გავაკეთებთ. რეგიონში სხვადასხვა საჭიროების მქონე ოჯახების დახმარება ეტაპობრივად გაგრძელდება,“ - აღნიშნა გურიის მაჟორიტარმა ვასილ ჩიგოგიძემ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner