logo_geo
eng_logo
ერევნის პოლიციის შენობა შეიარაღებული ჯგუფისგან გაათავისუფლეს
- +

1 აგვისტო. 2016. 10:46


სომხეთის  უშიშროების სამსახური ავრცელებს ინფორმაციას, რომ ერევანში დაჯგუფება „სასნა წრერ"-ის ყველა წევრი ამ დროისთვის დაკავებულია.


განცხადების თანახმად, გუშინ სამართალდამცველებმა ანტიტერორისტული ოპერაცია ჩაატარეს და გაათავისუფლეს ერევნის პოლიციის განყოფილების შენობა, რომელშიც შეიარაღებული ჯგუფი იყო გამაგრებული. დაკავებულია „სასნა წრერ"-ის 20 წევრი.


„სომხეთის სამართალდამცავი ორგანოების სპეცდანიშნულების ქვედანაყოფებმა თანმიმდევრული და შეთანხმებული ქმედებებით, შეიარაღებული ჯგუფის წევრებს იარაღის დაყრა აიძულეს. დაკავებულია 20 ტერორისტი. საპატრულო-საგუშაგო სამსახურის ტერიტორია მთლიანად არის გათავისუფლებული", - ნათქვამია განცხადებაში.


თავად „სასნა წრერ"-ის წევრებმა გაავრცელეს განცხადება, რომ იარაღის დაყრა ნებაყოფლობით, სისხლისღვრის აცილების მიზნით გადაწყვიტეს.


როგორც ჯგუფის ერთ-ერთმა ლიდერმა ვარუჟან ავეტისიანმა აღნიშნა, ჯგუფმა მიაღწია საკუთარ მიზანს - გააღვიძოს ხალხი და რეჟიმთან ბრძოლაზე შთააგონოს.


მისივე თქმით, „სასნა წრერის" ყველა წევრი დღეიდან თავს სამხედრო ტყვედ მიიჩნევს.


შეიარაღებულმა ჯგუფმა ერევნის პოლიციის განყოფილების შენობა 17 ივლისს აიღო შტურმით. ის ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ჟირაირ სეფილიანის გადათავისუფლებას და სომხეთის პრეზიდენტის, სერჟ სარგსიანის გადადგომას ითხოვდა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner