logo_geo
eng_logo
7 დეკემბრიდან დიდ ბრიტანეთში ჩამსვლელ არარეზიდენტებს PCR ტესტირების ჩატარება ჩასვლიდან მეორე დღესაც მოუწევთ
- +

5 დეკემბერი. 2021. 12:00

 

 

 

„ომიკრონის“ შტამის დიდ ბრიტანეთში აღმოჩენის შემდეგ, მთავრობამ ქვეყანაში შემსვლელი მოგზაურებისთვის, ახალი შეზღუდვები და რეგულაციები აამოქმედა. მიუხედავად იმისა, რომ შეზღუდვები უკვე ძალაშია და მოქმედებს, გუშინ ხელისუფლებამ დამატებითი რეგულაციების ამოქმედების გადაწყვეტილება მიიღო. ახალი რეგულაციის თანახმად, მიმდინარე წლის 7 დეკემბრიდან, დიდ ბრიტანეთში შემსვლელი მოგზაურებისთვის სავალდებულო ხდება ქვეყანაში შესვლიდან მეორე დღეს დამატებით „პისიარს“ ტესტირების ჩატარება და პასუხის წარდგენა შესაბამის დაწესებულებებში. აქამდე მოგზაურებს ქვეყანაში შესვლისას, უკვე ჩატარებული „პისიარ“ კვლევის პასუხები უნდა წარედგინათ, რაც მთავრობამ არასაკმარისად მიიჩნია. ახალი რეგულაცია სავალდებულოა და ქვეყანაში შემსვლელ ყველა არარეზიდენტს ეხება. შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ დიდი ბრიტანეთი წითელი ქვეყნების ნუსხაში შეიყვანა, მას შემდეგ, რაც ლონდონსა და რამდენიმე ქალაქში „ომიკრონით“ ინფიცირების შემთხვევები დაფიქსირდა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner