logo_geo
eng_logo
სიღნაღში ფერმერები საძოვრების ხელმსაწვდომობის სახელმწიფო პროგრამის დეტალებს გაეცნენ
- +

5 დეკემბერი. 2021. 14:10

 

კახეთის რეგიონის მესაქონლე ფერმერებმა, სიღნაღის საგანმანათლებლო რესურსცენტრში გამართულ შეხვედრაზე, „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმსაწვდომობის“ სახელმწიფო პროგრამის მნიშვნელობისა და პროგრამაში ჩართვის მექანიზმების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს.

 

ფერმერებს ახალი სახელმწიფო პროგრამა მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, მერაბ ქვარაიამ გააცნო. მერაბ ქვარაიამ ყურადღება პროგრამის განხორციელების მნიშვნელობასა და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების აუქციონის გზით იჯარით გაცემის პროცედურებზე გაამახვილა.

 

„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის“ სახელმწიფო პროგრამა მესაქონლე ფერმერებს საშუალებას აძლევს, სასურველი საძოვარი აუქციონის გზით მიიღონ და 3-წლიანი იჯარის ხელშეკრულების ფარგლებში განკარგონ. აღნიშნული პროგრამა, რომელიც საქართველოს მთავრობამ მიმდინარე წლის 6 ოქტომბერს დაამტკიცა, საძოვრებზე ლეგიტიმური კერძო პასუხისმგებლობის გაჩენით, ხელს შეუწყობს მათ რაციონალურ გამოყენებას, დაიცავს დეგრადაციისგან და, ამავდროულად, დაეხმარება მეცხოველეობის განვითარებას.

 

სიღნაღში მესაქონლე ფერმერებთან შეხვედრა „ფერმერ ქალთა ასოციაციისა“ და „ფერმერთა და სოფლის მეურნეობის მუშაკთა პროფესიული კავშირის“ ორგანიზებით გაიმართა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner