logo_geo
eng_logo
თეიმურაზ ქორიძე: არ მითხრათ, თავისიანები აგიჟებენ და ვერ ხვდებაო
- +

5 დეკემბერი. 2021. 14:28

 

მიხეილ სააკაშვილის გამოსვლას სასამართლო პროცესზე, სოციალურ ქსელში ეხმაურება პუბლიცისტი თეიმურაზ ქორიძე.

ქორიძე ამბობს, რომ სააკაშვილმა სასამართლოზე საკუთარი თავის საწინააღმდეგოდ და ბრალდების სასარგებლოდ ისაუბრა.

 

„გამიჭირდა, მაგრამ მაინც ყურადღებით ვუსმინე სააკაშვილის გამოსვლებს სასამართლოზე.

ეს ბიჭი, მე რომ მეგონა, იმაზე გაცილებით უფრო გონებაჩლუნგი ყოფილა – რაც თქვა, ყველაფერი საკუთარი თავის წინააღმდეგ და ბრალდების სასარგებლოდ!

არ მითხრათ, თავისიანები აგიჟებენ და ვერ ხვდებაო – მაშინ კიდე უფრო ჩლუნგი ყოფილა!“- წერს თეიმურაზ ქორიძე.

 

ცნობისათვის, გუშინ, თანხების გაფლანგვის საქმეზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სასამართლო პროცესი გაიმართა. საქმეზე მიხეილ სააკაშვილთან ერთად ბრალდებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თეიმურაზ ჯანაშიაც.

პროკურატურა ბრალდებულებს საბიუჯეტო თანხის დიდი ოდენობით – 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვას ედავება“- წერს ქორიძე.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner