logo_geo
eng_logo
მაია მიქაია კლუბ „ხიდზე“: გაფრთხილების მიუხედავად, შრომის ინსპექციის სამსახურის წარმომადგენლებს ადგილზე მასობრივი გასართობი ღონისძიება დახვდათ, რაც დადგენილებითაა აკრძალული
- +

5 დეკემბერი. 2021. 14:36

 

შრომის ინსპექციის სამსახურის შრომის უსაფრთხოებაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა, მაია მიქაიამ მედიასთან განმარტა, თუ რა გახდა კლუბ „ხიდის“ დალუქვის მიზეზი.

 

„კლუბს ჰქონდა გაფრთხილება. შრომის ინსპექციამ მოუწოდა, თავი შეეკავებინათ აკრძალული, მასობრივი ღონისძიების ჩატარებისგან. სხვა შემთხვევაში, კანონით გათვალისწინებული შესაბამისი სანქცია ამოქმედდებოდა. შრომის ინსპექციის სამსახურის წარმომადგენლებს დახვდათ მასობრივი გასართობი ღონისძიება, რაც დადგენილებითაა აკრძალული. ამის შემდეგ, კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი სანქცია გატარდა, რაც გულისხმობს იმას, რომ ობიექტი 10 ათასი ლარით დაჯარიმდა, ასევე, ობიექტი დაილუქა“, - აცხადებს მაია მიქაია.

 

4 დეკემბერს შრომის ინსპექციამ გაავრცელა განცხადება, რომლითაც მოუწოდებს ღამის კლუბებს, არ განახორციელონ დადგენილებით აკრძალული საქმიანობები.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner