logo_geo
eng_logo
თინა ბოკუჩავა: ბიბლიაზე დავიფიცებ, რომ არცერთი ბრენდის ტელეფონი არ მიმიღია სააკაშვილისგან
- +

5 დეკემბერი. 2021. 14:38

„ალ­ბათ, ცი­ლის­წა­მე­ბა­ზე მეც უნდა შე­ვი­ტა­ნო საქ­მე პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში, რად­გან არც ერთი ტი­პის და ბრენ­დის ტე­ლე­ფო­ნი არ მი­მი­ღია პრე­ზი­დენ­ტი სა­­კაშ­ვი­ლის­გან არას­დროს“, – ამის შე­სა­ხებერ­თი­­ნი ნა­ცი­­ნა­ლუ­რი მოძ­რა­­ბისერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა, თინა ბო­კუ­ჩა­ვამ პა­ლიტ­რა­ნი­­სისგა­და­ცე­მა­შირე­ზი­­მეგა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით შე­უძ­ლია იგი­ვე გა­ნა­ცხა­დოს სა­სა­მარ­თლოს წი­ნა­შე.

ეს არის ცი­ლის­წა­მე­ბა, ბიბ­ლია მო­მი­ტა­ნონ და და­ვი­ფი­ცებ, ან სხვა, ალ­ბათ ცი­ლის­წა­მე­ბა­ზე მეც უნდა შე­ვი­ტა­ნო საქ­მე პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში, რად­გან არ­ცერ­თი ტი­პის და ბრენ­დის ტე­ლე­ფო­ნი არ მი­მი­ღია პრე­ზი­დენ­ტი სა­­კაშ­ვი­ლის­გან არას­დროს, ამას ვა­ცხა­დებ სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით. სა­სა­მარ­თლოს წი­ნა­შეც შე­მიძ­ლია წარვსდგე და აღ­ნიშ­ნუ­ლი ვთქვა. ეს მათ შო­რის ბა­დებს კი­თხვებს იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რამ­დე­ნად ავ­თენ­ტუ­რია იმ სხვა ხარ­ჯე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი, გა­ნა­ცხა­და თინა ბო­კუ­ჩა­ვამ.

ცნო­ბის­თვის, პრო­კუ­რორ გი­ორ­გი მუ­ჯი­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მათ ხელთ არ­სე­ბუ­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბის თა­ნახ­მად, მი­ხე­ილ სა­­კაშ­ვილ­მა სა­ჩუქ­რებ­ში ჯა­მუ­რად 237 000 ლარი და­ხარ­ჯა. რამ­დე­ნი­მე შეგ­ვიძ­ლია და­ვა­სა­ხე­ლოთ. მა­გა­ლი­თად, მა­რი­ამ სა­ჯა­­ას­თვის შე­ძე­ნი­ლი ოქ­როს ძეწ­კვი, თინა ბო­კუ­ჩა­ვას­თვის შე­ძე­ნი­ლი აი­ფო­ნი, ივა­ნა მე­ლა­ის­თვის შე­ძე­ნი­ლი სამ­კა­­ლი. ასე­ვე შვი­ლის­თვის შე­ძე­ნი­ლი მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი, თქვა პრო­კუ­რორ­მა იმე­დი ლა­­ვის ეთერ­ში.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner