მხატვარი შოთა გლურჯიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს :
„თეა წულუკიანი ჩემთვის ის იშვიათი ადამიანია, რომელიც მუდამ მაფიქრებს იმაზე, რომ ჯერ კიდევ შესაძლებელია ამ საზიზღარ სახელისუფლებო დონდღლაბშიც კი ნორმალური ადამიანის მოღვაწეობა ქვეყნისათვის.
იმასაც ვხედავ, რომ ეს ერთი ადამიანის ომია და დანარჩენს თავისი პირადი კეთილდღეობის გარდა არ ენაღვლება არაფერი.
ვხედავ ამ პატარა ქალს, დიდი გულით და გონით და მუდამ მადლიერი ვარ მისი ოჯახის ასეთი მაგარი ქართველის აღზრდისათვის.
განსაკუთრებით ვერიდები მის შექებას ახლა, რადგან კულტურის მინისტრია და ვინმემ არ დამწამოს რამე უშნოდ, მაგრამ იმასაც ვხვდები, რომ ასე თავგანწირვით მეომარს ჩვენგან გამხნევებაც სჭირდება.
მეტი თეა სამშობლოს!!!“