logo_geo
eng_logo
რას წერს თეა წულუკიანის მამის შესახებ მისი კოლეგა
- +

5 დეკემბერი. 2021. 16:04

 

ლენა კაპანაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

 

“არ შემიძლია არ გამოვეხმაურო ბოლო ხანს გახშირებულ ყოვლად უმსგავსო და რბილად რომ ვთქვათ უტიფარ გამოსვლებს, რომელიც ეძღვნება აწ გარდაცვლილი ჩემი კოლეგის და მეგობრის ავთანდილ წულუკიანის სახელის. შეურაცხჰყოფას,არ შეიძლება პოლიტიკის გამო ადამიანმა იკადრო უკადრებელი, არ შეიძლება მკვდარი და ცოცხალი დაივიწყო და გარდაცვლილ ადამიანს ეძახო ჯალათი, მხოლოდ იმის გამო, რომ იმ დროს იყო მოსამართლე, როდესაც სისხლის სამართლის კოდექსში შავით თეთრზე ეწერა სასჯელის უმაღლესი ზომა დახვრეტა. შესაბამისად მძიმე და სასტიკი დანაშაულის ჩამდენ პირთათვის კანონი ითხოვდა უმაღლეს სასჯელს, ასეთი სისხლის სამართლის საქმეები უზენაესი სასამართლოს მაღალ პროფესიონალ მოსამართლეებს ეწერებოდათ განსახილველად, ბატონი ავთანდილიც, ისე, როგორც ყველა სხვა იხილავდა ასეთი კატეგორიის საქმეებს არავისზე ნაკლები ჰუმანიზმითა და სამართლიანობით, პირიქით იგი ამ ნიშნით გამოირჩეოდა კიდევაც, არ შეიძლება პარტიას არქმევდე კანონს და სამართალს მაშინ, როდესაც ვერ იაზრებ ვინ არის კანონის შემოქმედი, ვინ აღმასრულებელი და ვინ სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენელი. სამარცხვინოა გარდაცვლილ ადამიანს აბრალებდე ჯალათობას მასების ყურადღების მისაქცევად და პოლიტიკური ოპონენტის შეურაცხჰყოფისთვის. ავთანდილ წულუკიანი სასამართლო სისტემაში იყო გამორჩეული პროფესიონალიზმით, სინდისიერებით, ადამიანური და მორალური თვისებებით. ეს ნებისმიერმა ჩემი თაობის მოქმედმა, თუ ყოფილმა იურისტმა იცის, რომ არის სიმართლე და არა ყურითმოთრეული ამბავი. უკადრებლის კადრებით ჯერ ფონს არავინ გასულა…”.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner