მარტყოფში ქმარმა ცოლი დანით დაჭრა, შემდეგ კი თვითდაზიანებები მიიყენა. კაცი გარდაიცვალა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.