logo_geo
eng_logo
ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ლანჩხუთსა და ოზურგეთს ნარჩენების შესაგროვებელი სპეციალურ ტექნიკა გადასცა
- +

5 დეკემბერი. 2021. 16:50

 

 

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ ლანჩხუთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებს სპეციალურ ტექნიკა და კონტეინერები გადასცა.

საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ სპეციალურ ტექნიკა და კონტეინერები ლანჩხუთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებში, შავი ზღვის სანაპიროს, მასში ჩამავალი მდინარეებისა და მიმდებარე ტერიტორიის ნარჩენებისგან გაწმენდის ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში შეიძინა.

სამინისტროს ინფორმაციით, მუნიციპალიტეტებს სულ გადაეცათ 8 ნაგავმზიდი, 4 სატვირთო თვითმცლელი მანქანა და 800 კონტეინერი (4 ნაგავმზიდი, 2 სატვირთო თვითმცლელი და 500 კონტეინერი - ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს; 4 ნაგავმზიდი, 2 სატვირთო თვითმცლელი და 300 კონტეინერი - ოზურგეთის მუნიციპალიტეტს).

ახალი ტექნიკის საშუალებით, მუნიციპალიტეტებში გაუმჯობესდება ნარჩენების შეგროვებისა და მართვის პროცესი. დასუფთავებისა და ნარჩენების გატანის მომსახურება კი, მუნიციპალიტეტების კიდევ უფრო მეტი მაცხოვრებლისათვის გახდება ხელმისაწვდომი. გამოყენებული იქნება როგორც ნარჩენების შეგროვების როგორც კონტეინერული მეთოდი, ისე „ზარის პრინციპით“ შეგროვების მეთოდი - მაღალმთიანი სოფლებისთვის.

სპეციალური ტექნიკისა და კონტეინერების მუნიციპალიტეტებისთვის გადაცემას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, გურიის მხარის რწმუნებული გიორგი ურუშაძე, საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორი გიორგი შუხოშვილი, ლანჩხუთის მერი ალექსანდრე სარიშვილი და ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე დაესწრნენ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner