ხათუნა ხოფერიას ვაჟი რეზო ხოფერია სოციალურ ქსელში „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის ელენე ხოშტარიასა და ვაკის რაიონის მოსახლეობის შეხვედრის შესახებ წერს:
„დღეს ჩემს უბანში, მოსახლეობასთან შესახვედრად მოსული იყო ელენე ხოშტარია (ნაცების კანდიდატი ვაკეში)... გავედი შეხვედრაზე და საჩუქრად გადავეცი ცოცხი! ვთხოვე, ყველგან თან ეტარებინა მისი პარტიის სიმბოლო. ქ/ბ ელენეს პასუხი იყო ძალიან არგუმენტირებული და მოსალოდნელი, მიწოდა უზრდელი", - წერს რეზო ხოფერია.