სოფელ ციხისძირის მოსახლეობა ტერიტორიაზე მანდარინის დაყრას აპროტესტებს.
ადგილობრივების განცხადებით, აღნიშნულის გამო მათ მძაფრი სუნი აწუხებთ. ისინი პრობლემის მოუგვარებლობის შემთხვევაში პერმანენტული აქციების გამართვით იმუქრებიან.
გუშინდელ აქციაზე კი პოლიციამ ორი ადამიანი დააკავა, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ბონდო თედორაძე. მერიაში აცხადებენ, რომ ციხისძირში ნარჩენები იყრება სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, რომელიც დასახლებული პუნქტიდან მოშორებით მდებარეობს. ამდენად, აღნიშნულის გამო მოსახლეობას არავითარი საფრთხე არ ექმნება.