საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე თბილისში კოვიდპასპორტების წინააღმდეგ გამართულ აქციას „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ეხმაურება:
"ვაქცინაციასთან დაკავშიებით საპატრიარქოს პოზიცია არაერთხელ დაფიქსირდა სინოდის და საპატრიარქოს განცხადებებში.
დღეს საპატრიარქოსთან სრულიად შეუთანხმებლად ზვიად ტომარაძის გამართული აქცია, მოთხოვნით, - "ვინმე მაინც შეგვხვდეს" სრულიად გაუგებარია. წინასწარი შეთანხმების გარეშე, უფლებამოსილი პირის
შეხვედრა პრაქტიკულად შეუძლებელია.
ამ ვითარებაში შესაძლებელია წერილობით დატოვონ განსახილველად მათი წინადადება, თუ თხოვნა", - წერს ანდრია ჯაღმაიძე.