logo_geo
eng_logo
პეტრე მამრაძე: ხილვები სააკაშვილის თავში, ხშირად ცვლის მის რეალობას და მერე თავადაც სჯერა ამის
- +

5 დეკემბერი. 2021. 20:56

 

„ხილვები სააკაშვილის თავში, ხშირად ცვლის მის რეალობას და მერე თავადაც სჯერა ამის. არაფერი აქვს საერთო რეალობასთან, ადამიანებს ახსოვთ როგორ ყვიროდა 7 ნოემბერს - „კარვების ქალაქის გაკეთება უნდათ, ამას ვერ დავუშვებთ. ახლავე აიღეთ“. მერაბიშვილს, რომელსაც ახლა ასე არაკაცურად შეახოცა ხელი, მოუწია დავალების შესრულება. თვითონ ეს თავში არ მოუვიდოდა“, - ამის შესახებ „მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის“ ხელმძღვანელმა, პეტრე მამრაძემ „იმედის კვირას“ განუცხადა.

 

„როგორც კი გამოიყენეს ძალა გამოვიდა მეტი ხალხი. ბოლო დევნა და რბევა იყო თბილისის მასშტაბით. ეს იყო ძალიან მასშტაბური. თუმცა, რომ არა „იმედის“ ასეთი დარბევა და დალეწვა, დამოუკიდებელი ტელევიზიის დახურვა და თანაც ამის შემდეგ საგანგებო სიტუაციის გამოცხადება, გაცილებით ნაკლები საერთაშორისო რეზონანსი იქნებოდა“, - განაცხადა პეტრე მამრაძემ.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner