დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, მნიშვნელოვანია რეგულაციების დაცვა, რომელთაგან ყველაზე მთავარია პირბადის ტარება და სოციალური დისტანცია.
„პირბადის ტარების მაჩვენებელი როგორც ღია, ისე დახურულ სივრცეში როგორმე გავზარდოთ, პირბადის ტარების სამარცხვინო მაჩვენებელი გვაქვს – 28%, ეს ძალიან ცუდია. არადა, პირბადე გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი იარაღი. აგვისტო-სექტემბრის დროს იყო შემცირებული ქორწილები, მაგრამ ახლა ისევ ბევრია ეს ყველაფერი. პირაბდე და თავყრილობების თავიდან არიდება არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრევენციული ღონისძიება. რა თქმა უნდა, მთავარია აცრები. განსაკუთრებით ბოლო ორ კვირაზე მეტია, გაიზარდა ყოველდღიური აცრების რიცხვი.
განსაკუთრებით იმოქმედა ორმა მნიშვნელოვანმა ინიციატივამ, ორასლარიანმა წახალისებამ 60 წლის ზემოთ მოსახლეობისთვის, ასევე, თვითონ კონცეფციამ მწვანე პასპორტების შემოღებასთან დაკავშირებით, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. სამუშაო დღეებში არის 11-13 ათასი აცრა, თუმცა გვჭირდება 2-3 ჯერ მეტი ყოველდღიური აცრა, რომ წელში გავტეხოთ ეპიდემია“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.