ჟურნალისტი კოკა ყანდიაშვილი სოციალურ ქსელში 1992 წელს გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და განცხადებას ავრცელებს:
„1987 წელს - მე 17 წლის ვიყავი. ეს ფოტო კი გადაღებულია 1992 წელს. სოხუმი, სტალინის აგარაკი - მე და ჩემი ოპერატორი - დავით მაჩაიძე, ისევე როგორც სხვა ჟურნალისტები, ციური ბაჯელიძე - პირველი არხიდან, არმაზ სანებლიძე გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა" - ვაშუქებთ შეხვედრას.
არც მახსოვს რა ხდებოდა, იმიტომ რომ პირველი დღიდან ბოლო დღემდე იმ ომში ვიყავი და ბევრი ასეთი მოვლენა გამიშუქებია. ეს ადამიანები იმ დროს საქართველოს მართავდნენ - და თქვენ მე ამ ფოტოს გამო ჩეკისტს მიწოდებთ? კარგი ბატონო - ჩეკისტი ვარ მაშინ. უკეთეს ფოტოს გირჩევთ, იგორ გიორგაძის მისაღებში მაქვს გადაღებული ფოტო - 1994 წელს - ნაღდი კაგებეშნიკი ვარ. როდის დაასრულებთ ასეთ კვერცხობებს? არ გრცხვენიათ მაინც?
პ.ს. ჩემი ჟურნალისტური კარიერის განმავლობაში - სურათი მაქვს გადაღებული - ბრეჟნევიდან დაწყებული ობამათი დამთავრებული ყველასთან, ფიდელ კასტრო გინდა თუ ჟაკ შირაკი, შრიოდერი თუ დემირელი - მიდით ახლა და ეძებეთ კავშირები - არა და ჯერ 46 წლისა ვარ, ახლა ვიწყებ ცხოვრებას - და წარმოიდგინეთ რა გელით წინ!!!" - წერს ყანდიაშვილი.