logo_geo
eng_logo
ტამილა აფანასიევა: სააკაშვილმა ოდესა გამოიყენა, აქ მიშა ახლა აღარავის ახსოვს
- +

5 დეკემბერი. 2021. 22:54

 

„იმედის კვირა“ ოდესაში გაემგზავრა, სადაც ადგილობრივებს მიხეილ სააკაშვილის გუბერნატორობის შესახებ გაესაუბრა. ოლქის დეპუტატი ტამილა აფანასიევა იხსენებს, რომ სააკაშვილმა ყველა წამყვანი უწყება საკუთარ კადრებს ჩააბარა და ოდესაში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი უკვე აღარავის ახსოვს.

 

„სააკაშვილმა მოსვლისთანავე არაერთი დეპარტამენტი დახურა, მართვა კი არაკვალიფიციურ გამოუცდელ ახალგაზრდებს მიანდო, რამაც საბოლოოდ კრახამდე მიიყვანა. ამ ადგილზე მან თავის ლეგენდარული ქოხი დადგა, სადაც წყვილებს ერთ დღეში შეეძლოთ ქორწინების მოწმობის აღება. აი ეს არის მისი ერთადერთი მიღწევა, თუმცა არც ეს ქოხი მუშაობდა გამართულად და კარგა ხანია უკვე რაც აქ აღარ დგას. მოკლედ, მან ოდესა გამოიყენა. თავიდანვე ჩანდა რომ სააკაშვილი ოდესის გავლით კიევს უმიზნებდა, ხალხიც ამას მალევე მიხვდა. სწორედ ამიტომ აქ მიშა ახლა აღარავის ახსოვს“, - ამბობს აფანასიევა.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner