დავით ზალკალიანის თქმით, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება მთელი ქვეყნის გამარჯვება იქნება. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა „იმედის კვირაში“ განაცხადა.
„მე მინდა რომ საქართველო დღესვე იყოს ევროკავშირისა და ნატოს წევრი, მაგრამ ამისთვის აუცილებელია ძალიან სერიოზული შრომა. აუცილებელია შიდა კონსოლიდაცია, აუცილებელია რეფორმების გაგრძელება. შიდა კონსოლიდაციის გარეშე ჩვენ ამ მიზანს ვერ მივაღწევთ. ის რაც ქვეყანაში ხდება პოლარიზაციის თვალსაზრისით, არის ძალიან ცუდი და ძალიან ნეგატიურ გავლენას ახდენს ჩვენი საგარეო პოლიტიკის იმპლემენტაციაზე“, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.